დაწყებამდე
  • შედი შენს ანგარიშში
  • მოამზადე მოსწავლის ინიციალები და კლასი
  • პასუხები დაეყრდნოს შენს დაკვირვებას
01

ნაბიჯი 1 / 8

დაამატე მოსწავლის ინიციალები

დეშბორდზე გახსენი „მოსწავლის დამატება“.

საჩვენებელი მონაცემებიისრები მიუთითებს საჭირო მოქმედებაზე
  1. 1

    ველში „მოსწავლის ინიციალები“ შეიყვანე სახელისა და გვარის პირველი ასოები. მაგალითში ვიყენებთ ს.გ-ს.

  2. 2

    თუ მოსწავლე უკვე დამატებულია, ახალი ჩანაწერის შექმნა აღარ გჭირდება — გადადი მესამე ნაბიჯზე.

გამოიყენე ინიციალები; სრული სახელისა და გვარის ჩაწერა საჭირო არ არის.

02

ნაბიჯი 2 / 8

მიუთითე კლასი და შეინახე

მეორე ველში ჩაწერე მოსწავლის კლასი და დააჭირე „დამატება“.

საჩვენებელი მონაცემებიისრები მიუთითებს საჭირო მოქმედებაზე
  1. 1

    მიუთითე კლასი, მაგალითად 5 ან 12ბ.

  2. 2

    შეამოწმე ორივე ველი და დააჭირე „დამატება“. მოსწავლე ქვემოთ, მოსწავლეების სიაში გამოჩნდება.

03

ნაბიჯი 3 / 8

დაიწყე შეფასება მოსწავლის გასწვრივ

სიაში მოძებნე შენ მიერ დამატებული მოსწავლე.

საჩვენებელი მონაცემებიისრები მიუთითებს საჭირო მოქმედებაზე
  1. 1

    გადაამოწმე ინიციალები და კლასი.

  2. 2

    იმავე სტრიქონში დააჭირე „შეფასების დაწყება“. გაიხსნება ამ მოსწავლის კითხვარი.

თუ შეფასება უკვე დაწყებულია, გამოიყენე „შეფასების გაგრძელება“.

04

ნაბიჯი 4 / 8

წაიკითხე კითხვა და აირჩიე „კი“ ან „არა“

შეაფასე მოსწავლის რეალური უნარი თითოეული კითხვის მიხედვით.

საჩვენებელი მონაცემებიისრები მიუთითებს საჭირო მოქმედებაზე
  1. 1

    ჯერ წაიკითხე კითხვის სრული ტექსტი და კატეგორია.

  2. 2

    აირჩიე „კი“, თუ მოსწავლეს აღწერილი უნარი აქვს; აირჩიე „არა“, თუ ეს უნარი ჯერ არ აქვს.

  3. 3

    პასუხის არჩევის შემდეგ კითხვარი მომდევნო კითხვაზე გადადის. კითხვარი შეიცავს 377 კითხვას.

არ შეავსო კითხვარი შემთხვევითი პასუხებით — ცხრილი სწორედ შენს პასუხებზე დაყრდნობით იქმნება.

05

ნაბიჯი 5 / 8

საჭიროებისას გააგრძელე მოგვიანებით

კითხვარის ერთ ჯერზე დასრულება აუცილებელი არ არის.

საჩვენებელი მონაცემებიისრები მიუთითებს საჭირო მოქმედებაზე
  1. 1

    ზედა მარჯვენა მხარეს დააჭირე „მოგვიანებით გაგრძელება“.

  2. 2

    დეშბორდზე იგივე მოსწავლის გასწვრივ აირჩიე შეფასების გაგრძელება და დაუბრუნდი დაწყებულ კითხვარს.

  3. 3

    პროგრესის მაჩვენებლით ხედავ, რამდენ კითხვაზე გაქვს პასუხი გაცემული.

06

ნაბიჯი 6 / 8

გადაამოწმე მიღებული ცხრილი

ყველა კითხვაზე პასუხის შემდეგ იხსნება შედეგების გვერდი.

საჩვენებელი მონაცემებიისრები მიუთითებს საჭირო მოქმედებაზე
  1. 1

    ცხრილში კატეგორიების მიხედვით ჩანს ძლიერი მხარეები და განვითარების საჭიროებები.

  2. 2

    შეადარე მიღებული ტექსტი შენს დაკვირვებას. საჭიროების შემთხვევაში გახსენი „ცხრილის რედაქტირება (არასავალდებულო)“, შეასწორე ტექსტი და შეინახე ცვლილებები.

ცხრილი არის სამუშაო ინსტრუმენტი. მოსწავლის შესახებ საბოლოო შეფასებას შენ აკეთებ.

07

ნაბიჯი 7 / 8

საჭიროებისას შეასწორე ტექსტი

შედეგების გვერდზე გახსენი „ცხრილის რედაქტირება (არასავალდებულო)“.

საჩვენებელი მონაცემებიისრები მიუთითებს საჭირო მოქმედებაზე
  1. 1

    აირჩიე შესაბამისი კატეგორიის ტექსტის ველი და შეასწორე ჩანაწერი.

  2. 2

    ახალი ჩანაწერისთვის გამოიყენე „+ ხაზი“.

  3. 3

    ცვლილებების შესანახად დააჭირე „შენახვა“.

08

ნაბიჯი 8 / 8

ჩამოტვირთე Word დოკუმენტი

შედეგი შეგიძლია შეინახო და საჭიროებისამებრ გამოიყენო.

საჩვენებელი მონაცემებიისრები მიუთითებს საჭირო მოქმედებაზე
  1. 1

    შედეგების გვერდზე დააჭირე „Word ჩამოტვირთვა“.

  2. 2

    გახსენი ჩამოტვირთული ფაილი Word-ში და გადაამოწმე ცხრილი.

  3. 3

    სხვასთან სამუშაოდ გამოიყენე „ცხრილის გაზიარება“ და აირჩიე შესაბამისი წვდომა.

ახლა შეგიძლია თავად დაიწყო

სქრინებში გამოყენებულია გამოგონილი მოსწავლე. შენს ანგარიშში აირჩიე შესაბამისი მოსწავლე და გამოიყენე მისი რეალური მონაცემები.

შეფასებების გვერდის გახსნა

ხშირი კითხვები

კიდევ რა უნდა ვიცოდე?

ყველა კითხვაზე ერთ ჯერზე უნდა ვუპასუხო?+

არა. „მოგვიანებით გაგრძელება“ ინახავს დაწყებულ პროცესს, რათა იმავე მოსწავლის შეფასებას მოგვიანებით დაუბრუნდე.

უკვე დამატებულ მოსწავლეს ხელახლა ვამატებ?+

არა. მოძებნე მოსწავლე დეშბორდზე და შეფასება მისი სტრიქონიდან დაიწყე ან გააგრძელე.

რა გავაკეთო, თუ ტექსტის შესწორება მინდა?+

გახსენი შედეგების გვერდზე ცხრილის რედაქტირება, შეასწორე შესაბამისი ჩანაწერი და შეინახე. შემდეგ ჩამოტვირთე განახლებული Word დოკუმენტი.

შემდეგი გზამკვლევიისგ გეგმის შექმნა, ნაბიჯ-ნაბიჯ