- შედი შენს ანგარიშში
- მოამზადე მოსწავლის დასრულებული შეფასება
- გადაამოწმე ისგ კრედიტის ხელმისაწვდომობა
ნაბიჯი 1 / 8
აირჩიე მოსწავლე
გახსენი „ისგ გეგმა“ და მოსწავლის ჩამოსაშლელი სია.
- 1
აირჩიე მოსწავლე, რომლისთვისაც გეგმას ამზადებ.
- 2
სასურველია მისი კოგნიტური და აკადემიური უნარების შეფასება უკვე დასრულებული იყოს, რათა გეგმა მის ძლიერ მხარეებსა და საჭიროებებს დაეყრდნოს.
შეფასების გარეშე გაგრძელების შემთხვევაში სისტემა ქმნის ნიმუშს; ის არ ეყრდნობა ამ მოსწავლის დასრულებულ შეფასებას.
ნაბიჯი 2 / 8
მიუთითე საგანი და კლასი
იმავე პანელში შეარჩიე გეგმის საგანი და მოსწავლის კლასი.
- 1
საგნის სიიდან აირჩიე შესაბამისი საგანი, მაგალითად მათემატიკა.
- 2
გადაამოწმე კლასი. მოსწავლის არჩევისას იგი შეიძლება ავტომატურად შეივსოს; შეცვალე მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში.
ნაბიჯი 3 / 8
დაიწყე აქტუალური ცოდნის დონის მომზადება
მონაცემების შემოწმების შემდეგ დააჭირე „Generate“-ს.
- 1
პირველი ეტაპია „1/3 აქტუალური ცოდნის დონე“.
- 2
გენერაციის დაწყებამდე გადაამოწმე მოსწავლე, საგანი და კლასი.
- 3
ერთი ისგ კრედიტი მთელ სამეტაპიან გეგმას მოიცავს; ახალი გეგმის პირველი გენერაცია კრედიტს მოიხმარს.
ნაბიჯი 4 / 8
მიუთითე მოსწავლის მხარდაჭერის ინფორმაცია
თუ დამატებითი ფანჯარა გაიხსნა, მიუთითე მოთხოვნილი ინფორმაცია.
- 1
მონიშნე შესაბამისი ტიპი ან გამოიყენე ველი „სხვა / ხელით ჩაწერა“.
- 2
შეიყვანე მხოლოდ მოსწავლეზე არსებული, გადამოწმებული ინფორმაცია.
- 3
დააჭირე „გენერაციის დაწყება“ და დაელოდე შედეგს.
სქრინში მოცემული ჩანაწერი მხოლოდ გამოგონილი მაგალითია — არ გადაიტანო იგი ავტომატურად რეალურ მოსწავლეზე.
ნაბიჯი 5 / 8
გადაამოწმე აქტუალური ცოდნის დონე
პირველ ნაწილში აღწერილია მოსწავლის არსებული შესაძლებლობები და საჭიროებები.
- 1
წაიკითხე გენერირებული ტექსტი თითოეულ ჩანაწერში.
- 2
ტექსტის ველში პირდაპირ შეასწორე ის, რაც შენს დაკვირვებას არ შეესაბამება.
- 3
შემოწმების შემდეგ დააჭირე „შემდეგი“, რათა მომზადდეს გრძელვადიანი მიზნები.
ნაბიჯი 6 / 8
გადაამოწმე გრძელვადიანი მიზნები
მეორე ნაწილში ფორმდება ის მიზნები, რომლებზეც წლის განმავლობაში იმუშავებთ.
- 1
წაიკითხე გრძელვადიანი მიზნები და შეაფასე, რამდენად შეესაბამება ისინი მოსწავლის შესაძლებლობებს.
- 2
საჭიროების შემთხვევაში ტექსტი დააზუსტე. მიზნები უნდა იყოს გასაგები და შეფასებადი.
- 3
დააჭირე „შემდეგი“, რათა მომზადდეს მოკლევადიანი მიზნები და აქტივობები.
ნაბიჯი 7 / 8
გადაამოწმე მოკლევადიანი მიზნები და აქტივობები
მესამე ნაწილში გრძელვადიანი მიზნები უფრო მცირე ნაბიჯებად იშლება.
- 1
შეამოწმე მოკლევადიანი მიზნები, აქტივობები და მათი განხორციელების დეტალები.
- 2
შეასწორე ტექსტი ისე, რომ შეესაბამებოდეს მოსწავლის საჭიროებებსა და სასწავლო გარემოს.
- 3
უკან დაბრუნებით შეგიძლია წინა ნაწილებიც გადაამოწმო.
ნაბიჯი 8 / 8
ჩამოტვირთე დასრულებული ისგ გეგმა
სამივე ნაწილის გადამოწმების შემდეგ შეინახე საბოლოო დოკუმენტი.
- 1
ბოლო ეტაპზე დააჭირე „ჩამოტვირთვა“.
- 2
გეგმა შეინახება და Word ფაილად ჩამოიტვირთება.
- 3
გახსენი Word დოკუმენტი და გადაამოწმე სამივე ნაწილი. შენახულ გეგმას ისგ გვერდიდანაც დაუბრუნდები.
ახლა შეგიძლია თავად დაიწყო
სქრინებში გამოყენებულია გამოგონილი მოსწავლე. შენს ანგარიშში აირჩიე შესაბამისი მოსწავლე და გამოიყენე მისი რეალური მონაცემები.
ისგ გეგმის გვერდის გახსნახშირი კითხვები
კიდევ რა უნდა ვიცოდე?
შეფასების დასრულება აუცილებელია?+
დასრულებული შეფასება საშუალებას აძლევს გეგმას დაეყრდნოს კონკრეტული მოსწავლის უნარებს. შეფასების გარეშე გაგრძელების ვარიანტი მხოლოდ ნიმუშს ქმნის.
სამივე ეტაპზე ცალკე კრედიტი იხარჯება?+
ერთი ისგ კრედიტი ერთი გეგმის სამივე ეტაპს მოიცავს. ახალი გეგმის პირველი გენერაცია იწყებს ამ პროცესს.
შეიძლება AI-ს მომზადებული ტექსტის შეცვლა?+
დიახ. გადაამოწმე ყოველი ნაწილის ტექსტი და შეასწორე შესაბამის ველში, სანამ მომდევნო ეტაპზე გადახვალ და Word ფაილს ჩამოტვირთავ.