მთავარ გვერდზე დაბრუნება
კონფიდენციალურობა

მონაცემთა დაცვა და კონფიდენციალურობა

Inkluzia-ზე განთავსებული ყველა ინფორმაცია დაცულია მკაცრად. პლატფორმა მუშაობს უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით, რათა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მონაცემები იყოს უსაფრთხო და კონტროლირებადი.

ჩვენი პრინციპია მონაცემთა მინიმიზაცია: გამოიყენეთ მოსწავლის ინიციალები და არ ატვირთოთ სრული სახელი, პირადი ნომერი, მისამართი ან სხვა ზედმეტი იდენტიფიცირებადი ინფორმაცია.

სისტემაში ინახება თქვენ მიერ შეყვანილი სამუშაო ინფორმაცია: მოსწავლის აღნიშვნა, კლასი, შეფასების პასუხები, დოკუმენტები და ჩატის ისტორია. AI ფუნქციების გამოყენებისას შესაბამისი ტექსტი და ფოტო დამუშავებისთვის იგზავნება.

თუ დოკუმენტს დამატებითი პირადი დეტალი სჭირდება, დაამატეთ ის ჩამოტვირთულ ადგილობრივ ასლში. თავისუფალი ტექსტის ველებში ან ფოტოებში თქვენ მიერ შეყვანილი ინფორმაცია შეიძლება პლატფორმაზე შეინახოს; ინიციალების გამოყენება ყველა პირადი მონაცემის ავტომატურ ფილტრაციას არ ნიშნავს.